11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში თბილისში ჩამოვა ათამდე ესპანურენოვანი მწერალი ესპანეთიდან, მექსიკიდან, პერუდან, ვენესუელადან, კუბიდან და აშშ-დან. ეს მწერლები არიან:
დავიდ ტოსკანა (მექსიკა), ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა), ნიკოლას მელინი (ესპანეთი), აურელიო მახორი (მექსიკა), როდოლფო ჰასლერი (კუბა), ვალერი მაილსი ( აშშ/ესპანეთი), ფერნანდო ვარა დე რეი (ესპანეთი), ხორხე ედუარდო ბენავიდესი (პერუ), მარკოს გრანადოს გომესი (ესპანეთი).
ფესტივალის ფარგლებში, გამომცემლობა „ინტელექტთან“ თანამშრომლობით, ქართველი მკითხველი სამ მნიშვნელოვან იბეროამერიკულ გამოცემას გაეცნობა:
- დავიდ ტოსკანა (მექსიკა) — „ქალაქი, რომელიც ეშმაკმა წაიღო“: აბსურდითა და ირონიით სავსე რომანი ომისშემდგომ ვარშავაზე.
- ხუან კარლოს მენდეს გედესი (ვენესუელა) — „შავი ქვიშა“: ემოციური ამბავი წარსულსა და საკუთარი თავის ძიებაზე.
- სარა მესა (ესპანეთი) — „სიყვარული“: თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული რომანი რთულ და ასიმეტრიულ ურთიერთობებზე.
ფესტივალის პროგრამის შესახებ
ფესტივალის მულტიდისციპლინური პროგრამა მოიცავს ლიტერატურულ პანელებს, პოეზიის კითხვებს, კინოჩვენებებსა და ესპანური კლასიკური თეატრის წარმოდგენებს თბილისსა და წინანდალში.
ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება ნობელიანტი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას მემორიალური საღამომით.
პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალის მიზანია ქართული და ესპანურენოვანი ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავება.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს პენ ცენტრი, გამომცემლობა ინტელექტი, საქართველოს ისპანისტების საზოგადოება.
ფესტივალის მხარდამჭერია ესპანეთის საელჩოს ოფისი საქართველოში, ესპანეთის საელჩო თურქეთში, სერვანტესის ინსტიტუტი თურქეთში, მექსიკის საელჩო თურქეთში, პერუს საელჩო თურქეთში, აკვალია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP), კომპანია პსპ, კავკასიის უნივერსტეტი, წინანდლის მამული და სარეკლამო კომპანია დეიზი.
თბილისის იბეროამერიკული ფესტივალის მასპინძელია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რუმსი“ და თეატრალური კომპანია „ჰარაკი“.






