21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფასო ტრანსპორტს სთავაზობს მათ, ვისაც პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრება სურს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას.
- 21 მარტი – გამგზავრება 09:00 საათი
- 22 მარტი – გამგზავრება 05:00 საათი
შეკრების ადგილი: ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონის – „აჭარაბეთ არენას“ მიმდებარე ტერიტორია.
გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 577 302 644; 0422 270119,“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
21-22 მარტს მატარებლით მგზავრობა უფასო იქნება – საქართველოს რკინიგზა


