სიახლეები

ცივილიზაციამ ჩვენამდეც მოაღწია

30.05.2012
ცივილიზაციამ ჩვენამდეც მოაღწია

 ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) თამარ თურმანიძე

ხშირად პრიორიტეტი თითოუეული ჩვენთაგანისთვის არის პირადი, და არა საზოგადოებრივი სარგებელი. რაღა შორს წავიდე და ერთ-ერთი ამისი მაგალითია, ჩემს ეზოში მომხდარი ფაქტი. ახლხანს მოგვივიდა ქ.ბათუმის მერიიდან გაფრთხილება, რომ 4 დღის ვადაში უნდა მოვახდინოთ ავტოფარეხის განთავისუფლება და დემონტაჟისათვის მომზადება. ამ ფაქტმა,ზოგში აღშფოთება და სიბრაზე გამოიწვია,ზოგში კი სიხარული… მე პირადად, პირველი ემოცია, რომელიც დამებადა ამ გაფრთხილების წაკითხვისას იყო: ,,ძლივს, გვეღირსა, ცივილიზაციამ ჩვენამდეც მოაღწია’’…

რატომ?   

როგორ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ეზოში, სადაც კანალიზაციის სუნია, გაწვიმდება თუ არა, უშველებელი გუბეები დგება და ეზოდან გასასვლელად გზების ძიება გვჭირდება?!  ამას თავი რომ დავანებოთ, ეზოში ახალგაზრდები რომ ჩავიდეთ დასაჯდომი სკამებიც კი არ არის, ბავშვებს არც საქანელები აქვთ და არც რაიმე სხვა გასართობი საშუალებები, სულ მტვერი და ნაგავია, გასვლის და გასეირნების სურვილიც კი არ გაუჩნდება ადამიანს. მაგრამ არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც თვლიან, რომ ავტოფარეხების აღება არ არის სწორი. ისინი მას იყენებენ სათავსოდ, ღვინის დასაყენებლად,ზამთრის შესანახებისათვის,ზოგიერთისთვის კი შემოსავლის წყაროც იყო, აქირავებდნენ და იღებდნენ ყოველთვიურად თანხას.
სწორედ აქ ხდება საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების შეჯახება, ადამიანებისთვის მთავარია მათი ინტერესები იყოს დაცული და საზოგადოებისთვის რა იქნება უკეთესი, ამაზე არ ფიქრობენ. როგორც მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, მათთვის სასურველი იყო ავტოფარეხების გადარჩენა და აღების გარეშე მოპირკეთებული ეზო, მაგრამ მერიამ უარი განაცხადა, მოსახლეობას კი საკუთარი სახსრებით არ შეეძლო ამის გაკეთება.
სამუშაო უკვე დაწყებულია, ტრაქტორები მოყვანილია… ჩემი ყოველი ფანჯრიდან გახედვა  ღიმილის მომგვრელია, რადგან ვიცი, ახლო მომავალში მეც  სხვებივით ლამაზი ეზო მექნება!

https://youtu.be/5xu5Ld8up3U

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.