მთავარი,სიახლეები

ფულად ჯილდოს მიიღებენ გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლები – კობახიძის განკარგულება

27.12.2025
ფულად ჯილდოს მიიღებენ გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლები – კობახიძის განკარგულება

2025 წელს შექმნილი სსიპ-ის, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ფულად ჯილდოს გადასცემენ – „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შესაბამის განკარგულებას ხელი 25 დეკემბერს მოაწერა.

„მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, სააგენტოს თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და მათი შრომის სათანადო დაფასებისთვის, გასცეს ფულადი ჯილდო – საშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ სამ თანამშრომელზე 21 3316 ლარის ოდენობით, ხოლო არასაშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ 6 თანამშრომელზე – 17 458 ლარის ოდენობით (თითოეულ თანამშრომელზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით)“ – წერია „ოცნების“ მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს კობახიძე აწერს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წელს შეიქმნა. მისი დებულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 15 აპრილს დაამტკიცა.

მთავრობის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების იდეა ირაკლი კობახიძემ პირველად 2024 წლის 9 სექტემბერს გაახმიანა. მან თქვა, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებიან.

სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარია; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი.

გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავაა.

2025 წლის წელს [8 თვე] სააგენტოს ამ სამი თანამშრომლის ხელფასებისთვის ჯამში 253 ათასზე მეტი იხარჯება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: