უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 014 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
- ტანკი – 10 967 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 22 885 ერთეული [+6]
- საარტილერიო სისტემა – 29 569 ერთეული [+58]
- MLRS – 1 425 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 046 ერთეული [+131]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 53 084 ერთეული [+123]
- სპეცტექნიკა – 3 920 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 663 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 65 137 უპილოტო საფრენი აპარატი
- 611 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 029 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 26 545 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 37 225 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა






