სიახლეები

დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობას გამოეთიშა

30.05.2012
დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობას გამოეთიშა

დავით საგანელიძე ახალი მემარჯვენეების წევრმა თბილისის საკრებულოში, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა და მთავარი კომიტეტის შემადგენლობა დატოვა ახალი მემარჯვენეების ხელმძღვანელობასთან „რადიკალურად განსხვავებული პოზიციების“ გამო.
თუმცა საგანელიძემ განაცხადა, რომ ის რჩება ახალ მემარჯვენეებში, რომლის წევრიც არის 10 წლის განმავლობაში – პარტიის დაარსების დღიდან.
ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, დავით საგანელიძემ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ეს პარტიის „შიდა სამზარეულოა“.ინფორმაციას სივილ.გე ავრცელებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.