მთავარი,სიახლეები

თბილისში ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ

21.10.2024
თბილისში ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ

20 ოქტომბერს, ღამით, თბილისში ტრანსგენდერ ქალს, აქტივისტ ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ. მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათივე ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. ნატა ტალიკიშვილი ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 126-ე მუხლით, რომელიც  ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით (ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე), ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

„გაჩერებაზე ვიდექი ორთაჭალის ავტოსადგურზე… გამიარ-გამომიარა, მიმართვები ტრანსფობიური იყო, შენ ვინ გაბლატავებს ამ ქვეყანაში, შენნაირების დედა… ჩარტყმა კი არა სიკვდილის ღირსი ხარო“, – ჰყვება ტალიკიშვილი “მთავარ არხთან”.

ამავე თემაზე:

ეს არ არის მარტო ერთი ქალის მკვლელობა – ნატა ტალიკაშვილი კესარიაზე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: