სიახლეები

პანაშვიდი დაღუპული ჯარისკაცების საფლავთან

30.05.2012
პანაშვიდი დაღუპული ჯარისკაცების საფლავთან

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„დღეს მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული დღეა. დღეს ჩვენი სამშობლოსათვის თავგანწირული გმირები, რომლებიც გმირულად დაეცენ 21 მარტს და მესამე დღეს, ანუ დღევანდელ დღეს,  ისინი მიწას მიაბარეს. მათ გაწირეს ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდათ,  ეს იყო სიცოცხლე  ჩვენი სამშობლოს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. როცა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ მიატოვა ცეცხლმოდებული ჩვენი ქვეყანა, ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ ჩვენი კუთხის აჭარის დედასამშობლოს წიაღში დაბრუნებისათვის, ამიტომ მათი ღვაწლი, მათი თავდადება, მათი გმირობა განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე. “ – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ. მან დღეს გოგებაშვილისა და გამსახურდიას კვეთასთან არსებულ სკვერში ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებზე მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ეს ის ადგილია, სადაც ისტორიული წყაროების თანახმად, აზიზეის მეჩეთი მდებარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით ოფიციალური თურქეთი აზიზიეს მეჩეთის აღდგენას  თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ ითხოვს, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია და საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. აჭარის მთავრობის განცხადებით კი აზიზეის მეჩეთი გმირთა საფლავებზე არ აშენდება. „…მშენებლობის ზუსტი ადგილი განსაზღვრული არ არის, ადრეც იყო ნათქვამი, რომ აზიზეის მეჩეთი სკვერში სადაც მეომრების საფლავებია არ აშენდება“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა მირიან ლებანიძემ.

პანაშვიდს, მრევლთან ერთად, „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე, ამ ორგანიზაციის სხვა წევრები და რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

[slideshow]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.