უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 290 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
- ტანკი – 4 992 ერთეული [+11]
- ჯავშანტექნიკა – 9 437 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 6 983 ერთეული [+39]
- MLRS – 818 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 548 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 320 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 318 ერთეული [+17]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 534 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 9 337 ერთეული [+34]
- სპეცტექნიკა – 985 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 493 თვითმფრინავი
- 252 ვერტმფრენი
- 8 065 უპილოტო საფრენი აპარატი
- 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 764 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 163 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 823 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 14 438 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
გერმანიის კანცლერი უკრაინას იარაღს და ახალ დახმარებას ჰპირდება ისრაელში ვიზიტის შემდეგ






