უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 277 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +330]
- ტანკი – 4 679 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 8 962 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 6 375 ერთეული [+38]
- MLRS – 793 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 535 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 957ერთეული [+9]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 815 ერთეული [+23]
- სპეცტექნიკა – 929 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 480 თვითმფრინავი
- 250 ვერტმფრენი
- 7 217 უპილოტო საფრენი აპარატი
- 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 206 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 156 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 571 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 13 573 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.






