უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 241 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
- ტანკი – 4 151 ერთეული [+11]
- ჯავშანტექნიკა – 8 105 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 4 658 ერთეული [+29]
- MLRS – 697 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 451 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 958 ერთეული [+14]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 298 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 7 172 ერთეული [+13]
- სპეცტექნიკა – 696 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 23 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 457 თვითმფრინავი
- 243 ვერტმფრენი
- 5 197 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 854 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 573 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 848 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ყველაზე რთულია პირველი 15 – 25 კილომეტრის გავლა, რაც არის ე.წ. უზრუნველყოფის ზოლი რუსული ტერმინოლოგიით და ნატოს ტერმინოლოგიით – უსაფრთხოების რაიონი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე:
ამავე თემაზე:






