უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 201 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
- ტანკი – 3 773 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 7 373 ერთეული [+8]
- საარტილერიო სისტემა – 3 198 ერთეული [+32]
- MLRS – 563 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 318 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 759 ერთეული [+11]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 990 ერთეული [+8]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 073 ერთეული [+6]
- სპეცტექნიკა – 418 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 428 თვითმფრინავი
- 234 ვერტმფრენი
- 4 208 უპილოტო საფრენი აპარატი
- 423 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 9 218 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 4 843 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 10 284 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
ბახმუტში უკრაინელმა მებრძოლებმა ნახევარი კილომეტრით წაიწიეს – მედია






