მთავარი,სიახლეები

ჩემი საყვარელი ადგილი ბათუმში – გამოკითხვის შედეგები

04.06.2016
ჩემი საყვარელი ადგილი ბათუმში – გამოკითხვის შედეგები

„ბათუმელების“ ონლაინგამოკითხვა – „თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში“ – დასრულებულია. პირველი სამეული ასე გამოიყურება:


ბათუმის ძველი ბულვარი – 26% (273 ხმა)

ძველი ბათუმის ქუჩები 23.43% (246 ხმა)

ნავსადგური 13.43% (141 ხმა)

გამოკითხვაში სულ 1050 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველი სამეულის გარდა, ხმები ასე გადანაწილდა:

მეოთხე ადგილი – 6 მაისის პარკი (141 ხმა); მეხუთე ადგილი – პლაჟი (89 ხმა), მეექვსე ადგილი – პიაცა (57 ხმა); მეშვიდე ადგილი – ევროპის მოედანი (39 ხმა), მერვე ადგილი – ვარდების სკვერი (22 ხმა), მეცხრე ადგილი – ახალი ბულვარი (21 ხმა); მეათე ადგილი – საოცრებათა პარკი (18 ხმა) და მეთერთმეტე ადგილი – გმირთა ხეივანი იუსტიციის სახლთან (3 ხმა).

გაიგეთ მეტი ბათუმის ბულვარის ისტორიის შესახებ [გახსენით ლინკი]

ღია ბარათი. ველოტრეკი. შოთა გუჯაბიძის არქივიდან

ღია ბარათი. ველოტრეკი. შოთა გუჯაბიძის არქივიდან

ძველი ბათუმის ქუჩები – ფოტორეპორტაჟი [გახსენით ლინკი]

ქუჩა ძველ ბათუმში

ქუჩა ძველ ბათუმში

ბათუმის ნავსადგურთან. სულხან სალაძის ფოტო სერიიდან - „ორი ცა, ერთი ბათუმი"

ბათუმის ნავსადგურთან. სულხან სალაძის ფოტო სერიიდან – „ორი ცა, ერთი ბათუმი”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: