მთავარი,სიახლეები

არა რუსულ კანონს – საპროტესტო აქცია ვენაში, საქართველოს საელჩოსთან | ფოტო

08.03.2023
არა რუსულ კანონს – საპროტესტო აქცია ვენაში, საქართველოს საელჩოსთან | ფოტო

ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ავსტრიელ და უკრაინელ მეგობრებთან  ერთად აქცია გამართეს, რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

აქციის მონაწილეების თქმით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კიდევ ბევრი ადამიანის შემოერთებას ელოდებიან. აქცია ახლაც მიმდინარეობს და საქართველოს საელჩოს წინ 100-მდე ადამიანია შეკრებილი.

ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით,  აქციას მომდევნო დღეებშიც გამართავენ, რომ უთხრან საქართველოს მთავრობას – „არა რუსულ კანონს!“

ფოტო/სალომე სალაძე. 08.03.2023

ფოტო/სალომე სალაძე. 08.03.2023

ფოტო/სალომე სალაძე. 08.03.2023

ფოტო/სალომე სალაძე. 08.03.2023

ფოტო/სალომე სალაძე. 08.03.2023

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: