უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 111 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
- ტანკი – 3 080 ერთეული [+11]
- ჯავშანტექნიკა – 6 147 ერთეული [+17]
- საარტილერიო სისტემა – 2 069 ერთეული [+4]
- MLRS – 434 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 285 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 275 ერთეული [+3]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 856 ერთეული [+7]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 4 809 ერთეული [+8]
- სპეცტექნიკა – 183 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 9 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 367 თვითმფრინავი
- 200 ვერტმფრენი
- 2 856 უპილოტო საფრენი აპარატი
- 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 7 460 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 972 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 793 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 7 978 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, თავდასხმები რუსეთში ისევ იქნება – ბუდანოვი






