უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 63 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +240]
- ტანკი – 2 504 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 5 162 ერთეული [+13]
- საარტილერიო სისტემა – 1 496 ერთეული [+10]
- MLRS – 353 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 181 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 268 ერთეული [+1]
- ვერტმფრენი – 235 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 114 ერთეული [+17]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 295 ერთეული [+46]
- გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 3 916 ერთეული [+8]
- სპეცტექნიკა – 136 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 318 თვითმფრინავი
- 160 ვერტმფრენი
- 2 195 უპილოტო საფრენი აპარატი
- 379 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 5 639 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 868 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 465 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
- 6 483 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.






