მთავარი,სიახლეები

ხულოს იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

15.06.2022
ხულოს იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში მემთეურების დიდი ნაწილი უკვე წავიდა იალაღებზე, თუმცა იალაღების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ხულოს მერიის ინფორმაციით, იალაღებზე, სადაც მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, ელექტროენერგიას მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ჩართავენ, ხოლო იმ იალაღებზე, სადაც მოსახლეობა ჯერ ისევ არ ასულა, შესაძლოა შედარებით მეტი დრო დასჭირდეს დენის ჩართვას.

„თხილვანასა და ბაკოს იალაღების მიმართულებით, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ არის  მოსახლეობა სრულად ასული. არც მოთხოვნაა მათგან ელექტროენერგიის მიწოდების” – გვითხრეს ხულოს მერიაში.

ელექტროენერგია უკვე მიეწოდება ბეშუმის მიმდებარე და აგარა-საციხურის იალაღებს.

ხულოს მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ დიდთოვლიანი ზამთრის გამო იალაღებზე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, გაწყვეტილია ელექტროგადამცემი სადენებიც და მათ შეკეთებაში, ადგილზე დასაქმებული ელექტრიკოსების მეთვალყურეობით, ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული.

ხულოს იალაღებზე ელექტროგადამცემი შიდა ქსელების მოწესრიგების სამუშაოები ივნისის დასაწყისში დაიწყო.

ხულოს მოსახლეობა ზაფხულობით, სამი თვით, მაღალ მთაში მიდის საქონლის გამოსაკვებად. გასულ წელთან შედარებით ადგილობრივები წელს შედარებით გვიან წავიდნენ მთაში ხანგრძლივი ზამთრის გამო.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: