მთავარი,სიახლეები

სევეროდონეცკის გარეუბანში რუსები გამოჩნდნენ, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები – გაიდაი

30.05.2022
სევეროდონეცკის გარეუბანში რუსები გამოჩნდნენ, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები – გაიდაი

დღეს, 30 მაისს, უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბანში რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოჩნდნენ, მოკლულია ორი სამოქალაქო პირი, მძიმე ბრძოლები მიდის სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის.

ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს ტელეგრამზე.

„მძიმე ბროლებია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის. მტერი იყენებს ყველა შესაძლო იარაღს, იყენებს თვითმფრინავებს. ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ თავს, რომ არ დაუშვან მტერი ქვეყნის შუაგულში.

რუსული ჭურვებით სევეროდონეცკის 2 მცხოვრები დაიღუპა და 5 დაიჭრა. მათი უმეტესობა ქალაქის ძველი უბნის ერთი კორპუსის მცხოვრებია. ისინი ეზოში საჭმელს ამზადებდნენ, როცა მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო“, – წერს სერგეი გაიდაი.

ქალაქი სევეროდონეცკი ლუგანსკის ოლქში მდებარეობს, ქალაქში 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: