მთავარი,სიახლეები

“რაკეტებით, ბომბებით, არტილერიით შეიარაღებული ბოროტება უნდა შეჩერდეს”- ზელენსკი

01.03.2022
“რაკეტებით, ბომბებით, არტილერიით შეიარაღებული ბოროტება უნდა შეჩერდეს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ომის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

“რუსულმა ძალებმა დღეს სასტიკად დაბომბეს ხაროვი რაკეტებით. ეს არის ნამდვილად ომის დანაშაული. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული ადგილი. არავითარი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩანაწერი ადასტურებს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი დარტყმა. ეს იყო მოქალაქეების მიზანმიმართული განადგურება.

რუსებმა იცოდნენ სად ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად მოუწევთ საერთაშორისო ტრიბუნალზე წადგომა. ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა. არავინ დაივიწყებს მსოფლიოში რომ თქვენ დახოცეთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხი.

აქ არის უკრაინა. აქ არის ევროპა, აქ არის 2022 წელი.

ბოროტება, რომელიც რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიითაა შეიარაღებული, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. უნდა განადგურდეს ეკონომიკურად.  უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას,” – თქვა ზელენსკიმ.

მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: