ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების თანხა გაიზარდა

10.01.2022
აჭარაში პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების თანადაფინანსების თანხა გაიზარდა

აჭარაში ფერმერების მიერ სახელმწიფოს ლიცენზირებულ სასაკლაოებზე რქოსანი პირუტყვის დაკვლისა და ხელოვნური განაყოფიერების ღირებულების თანადაფინანსება 2022 წელშიც გაგრძელდება.

სუბსიდიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 158 ათას 20 ლარია გამოყოფილი. ფერმერს 1 კგ ხორცზე [ტან-ხორცის წონა] ბიუჯეტიდან 56 თეთრს გადაუხდიან. პროგრამის ფარგლებში 251 000 კილოგრამი ხორცის სუბსიდია იგეგმება.

„პროგრამა ითვალისწინებს ფერმერის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის 80 პროცენტიან სუბსიდირებას ლიცენზირებულ სასაკლაოზე. ჩატარებული ბაზრის კვლევის მონაცემების შესაბამისად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის მომსახურების ღირებულება 1 კგ ხორცზე (ტან-ხორცის წონა) საშუალოდ 0.70 ლარია, საიდანაც 0.56 ლარის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ დადგენილი წესით ფერმერის სუბსიდირება“, – აღნიშნულია პროგრამაში.

2021 წელს, ანალოგიური პროგრამით სუბსიდირებული იქნა 188 595 კილოგრამი ხორცი, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

თუმცა, როგორც პროგრამაშია აღნიშნული, გასული წლის ივნისამდე დაკვლის მომსახურების ღირებულება 1 კილოგრამზე იყო 0.475 ლარი და სუბსიდია – 38 თეთრი, ივნისიდან კი, დაკვლის მომსახურება 70 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო სუბსიდია 56 თეთრი გახდა.

საქონლის ხორცის გაყიდვის მიზნით პირუტყვი, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ ლიცენზირებულ სასაკლაოზე უნდა დაიკლას.

აჭარაში მცხოვრები მოსახლეობისათვის ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამის გარდა, მიმდინარე წელს გაგრძელდება ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების პროგრამაც. ამ პროგრამისთვის 2022 წელს ჯამში 198 376 ლარია გამოყოფილი [აქედან 37 671 ლარი უშუალოდ სუბსიდიისთვის].

პროგრამის მიხედვით, 2021 წელს აჭარაში ხელოვნურად განაყოფიერებული იქნა 3 200 სული ფური, მიმდინარე წელს კი, ეს რიცხვი 3 650-მდე გაიზრდება.

„მიმდინარე წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების მიზნით, ხელოვნურად განაყოფიერდება 3 650 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ფერმერების ნაკლებ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, რაც შემდგომ წლებში შესაძლებლობას მისცემს ვეტერინარებს კერძო ვეტერინარიის პირობებში განხორციელონ იგივე მომსახურება სუბსიდირების გარეშე“, – აღნიშნულია პროგრამაში.

პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების ღირებულება აჭარაში განისაზღვრება 60 ლარით, საიდანაც:

მღალმთიან რეგიონში [ქედა, შუახევი და ხულოს მუნიციპალიტეტები] ფერმერის მიერ ერთი სული ფურის განაყოფიერებაზე გადასახდელი თანხა იქნება ღირებულების 17% [10 ლარი];

ქალაქ ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტბში კი, იქნება 50%, [30 ლარი],

დარჩენილი თანხის სუბსიდირებას განახორციელებს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ პროგრამაში ჩართულ სპეციალისტებზე.

„პროგრამის განხორციელება „აგროსერვის ცეტრმა“ დაიწყო 2012 წლიდან და ყოველ მომდევნო წელს ხდებოდა ხელოვნური განაყოფიერების რაოდენობის ზრდა. ამ საქმიანობის დაწყებისას ხელოვნური განაყოფიერების მოცულობა რეგიონში თუ იყო 130, 2021 წელს იყო 3 200“, – აღნიშნულია პროგრამაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: