ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ორივე მათგანი კორონავირუსზე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] მკურნალობდა.
დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით.
„რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია [მართვით სუნთქვაზე გადაყვანა]. გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში.
დღეს საქართველოში კოვიდით 74 ადამიანი გარდაიცვალა.
28 აგვისტოს დილის მონაცემებით საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან აჭარაში – 40.
შემდეგი 2 კვირა კოვიდით გარდაცვალების კლებას არ ველით – ტიკარაძე






