გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 აგვისტოს დღის ბოლოდან 15 აგვისტოს დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა, ზოგან – ძლიერი.
შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.





