მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა

01.04.2021
ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა

დღეს, პირველ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა.

რატი ბრეგაძე იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო ფინანსთა მინისტრად ღარიბაშვილმა ლაშა ხუციშვილი წარადგინა.

ლაშა ხუციშვილს 2014 წლიდან ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

რატი ბრეგაძეს, ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის,  განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და  თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

მინისტრების წარდგენის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა.

„ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი ხალხის უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ არსებობს.

თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც ნებაყოფლობით, სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება სამწუხაროდ, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებსა და  არგუმენტზე.

დღეს ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/530794/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: