მთავარი,სიახლეები

ბათუმში ონკანისა და სარკის ინსტალაციასთან პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს

11.03.2021
ბათუმში ონკანისა და სარკის ინსტალაციასთან პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს

დღეს, 11 მარტს, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, იქ, სადაც წყლის ონკანისა და სარკის ინსტალაციაა დამონტაჟებული, აბაზანის აქსესუარები: ტაშტი, პირსახოცი, საპონი და ღრუბელი მიიტანეს.

ანონიმი არტისტი BIIMO ამბობს, რომ ამ ფორმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხელსაბანის დამონტაჟებას აპროტესტებს.

ფოტო: BIIMO

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დამონტაჟდა ონკანი და სარკე. სეირნობისას ვიფიქრე ხელს დავიბან-თქო, მაგრამ ონკანში წყალი არ მოდიოდა.

თუ ვინმეს დაგჭირდებათ წყალი, პირსახოცი, საპონი და დასაბანი ღრუბელი, მოვიტანე და შეგიძლიათ გამოიყენოთ. იქვეა „ჯორკოც” – წერს BIIMO ფეისბუქზე.

BIIMO-მ ონკანზე აბაზანის ღრუბელი ჩამოკიდა და ტაშტები დააწყო.

ინსტალაცია სახელწოდებით  „მეხსიერება” ბათუმში 2020 წელს გააკეთეს აბაშიძის ქუჩაზე, სახლის კედელზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის ავტორი ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძეა.

„წარმოდგენილია სარკე, ძველებური ფუნქციონირებადი ონკანით. სარკე ასახავს მიმდინარე მდგომარეობას (ერთგვარ რეფლექსიას) და ონკანიდან წამოსული წყალი მას მარადიულ ბრუნვაში უშვებს,“ – ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.

სარკისა და ონკანის ინსტალაცია ფეისბუქზე ბათუმელების განხილვის საგანი გახდა, არაერთი ბათუმელი  მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მსგავსი ინსტალაცია არ უნდა გაკეთებულიყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: