მთავარი,სიახლეები

გვესმის რესტორნების წუხილი, მაგრამ მათი მტერი პანდემიაა – თურნავა

13.02.2021
გვესმის რესტორნების წუხილი, მაგრამ მათი მტერი პანდემიაა – თურნავა

ორშაბათს 15 თებერვალს, შეზღუდვების ერთი ეტაპი იხსნება, რაც გულისხმობს იმას, რომ რესტორნები ღია სივრცეებში მუშაობას განაახლებენ, თუმცა მათ დახურულ სივრცეებში მუშაობა არ შეუძლიათ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ბედი ელით იმ რესტორნებს, რომლებსაც ღია ტიპის კაფეები არ აქვთ, თურნავა ამბობს, რომ მათი ესმის.

„ჩვენ გვესმის რესტორნების წუხილი, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენ მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და კიდევ  ვისაუბრებთ, ვნახოთ გახსნის პირველი დღიდან რა ტენდენციები გამოჩნდება“-ამბობს მინისტრი.

ორშაბათიდან მუშაობა შეუძლიათ სავაჭრო ობიექტებსაც, თუმცა  შაბათ-კვირის შეზღუდვა რესტორნების მსგავსად, მათზეც ვრცელდება.  ასევე ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: