მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდით 19 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 479 ახალი შემთხვევა

31.01.2021
საქართველოში კოვიდით 19 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 479 ახალი შემთხვევა

31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 12700 ტესტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი. 

დღეის მონაცემებით, საქართველოში 2677 კოვიდპაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კოვიდით დადასტურებულად ინფიცირდა 258 111 ადამიანი, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 3178 პაციენტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: