ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტზე 3 პირი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს – შსს

26.10.2020
ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტზე 3 პირი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს -1969 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს, სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,“ – აცხადებს შსს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ში აღნიშნულ ფაქტზე 1 პირის დაკავება, გუშინვე, 25 ოქტომბერს, დაადასტურეს.  გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, თუმცა ოჯახი თავდასხმასა და დაყაჩაღებაზე საუბრობს:

პოლიციამ ერთი პირი დააკავა – ოჯახის დაყაჩაღების საქმე ხელვაჩაურში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: