დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის იხსნება.
სააგენტოს ცნობით, ვიზიტორთა ყველა ცენტრი 15 ივნისიდან განაგრძობს მუშაობას.
სააგენტო ავრცელებს COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვების ჩამონათვალსაც, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ ვიზიტორებს.
- შენობებსა და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირსა და პირს;
- ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;
- დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
- რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/-ზე
ასევე, სააგენტო მოუწოდებს ვიზიტორებს, არ შევიდნენ ტერიტორიაზე, თუ თავს გრძნობენ ცუდად, მოერიდონ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც ხველა და ცემინება აღენიშნება, ხშირად დაიმუშაონ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
_________
ფოტოზე: მტირალას ეროვნული პარკი



![ცნობისმოყვარე კვერნა მაჭახელას ეროვნული პარკიდან [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2020/03/89932947_2933705680029350_5825480536902074368_o-e1585313009773.jpg)


