განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ შეიცვალა პედაგოგთა ხელფასები ოქტომბრიდან – სამინისტროს განცხადება

23.10.2019
როგორ შეიცვალა პედაგოგთა ხელფასები ოქტომბრიდან – სამინისტროს განცხადება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგების ხელფასები გაიზარდა. სამინისტროს განცხადებით, ხელფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან.

„2019 წლის ოქტომბრიდან უკვე დაიწყო პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს.

პირველ ეტაპზე 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე  მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება  150 ლარით უკვე გაეზარდა.

არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება:

  • უფროსი მასწავლებელი – 1011 ლარი
  • წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარი
  • მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარი

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით გაეზრდებათ ხელფასი, რაც  საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს.

პედაგოგები, რომლებიც მასწავლებლის კომპეტენციას  დაადასტურებენ და აიმაღლებენ სტატუსს, წლის ბოლომდე  ისინიც გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.

__________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: