მთავარი,სიახლეები

ივლისის თვეში 1 126 900, ანუ გასულ წელთან შედარებით 44 183-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა

31.08.2019
ივლისის თვეში 1 126 900, ანუ გასულ წელთან შედარებით 44 183-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა

2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში 1 126 900 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 082 717 ვიზიტი განხორციელდა. ჯამში 44 183 ტურისტით  მეტი, ვიდრე შარშან.

ქვეყნების მიხედვით, ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი – 243 389
  • რუსეთის ფედერაცია – 217 454
  • სომხეთი – 211 726
  • თურქეთი – 184 295
  • ევროკავშირის ქვეყნები – 73 453

გარდა ამისა, 31 817 ტურისტი ეწვია საქართველოს უკრაინიდან, 31 434 კი საუდის არაბეთიდან. ათეულში შედიან ვიზიტორები ისრაელიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან.

2018 წლის ივლისის თვესთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთის გარდა ყველა ქვეყნიდან გაიზარდა. 2018 წელს ივლისის თვეში 247 201 ვიზიტორი სტუმრობდა, 29 747 მეტი, ვიდრე 2019 წელს.

დაზუსტებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 31 აგვისტოს გამოაქვეყნა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: