მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ამჯერად 8 პირს სურს – მესამე მცდელობა

14.08.2019
აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ამჯერად 8 პირს სურს – მესამე მცდელობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს, 14 აგვისტოს, დასრულდა. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ რიგით მესამე კონკურსი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 აპრილს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა.

ამჯერად მაუწყებლის დირექტორის კონკურსში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა.

კონკურსანტების სია:

  • შოთა ზოიძე
  • გიორგი კოხრეიძე
  • ფირუზ ბოლქვაძე
  • შოთა გურაბანიძე
  • თინათინ ცისკარაძე
  • მერაბ წულუკიძე
  • ირაკლი კიკვაძე
  • ირმა ზოიძე

რვა კანდიდატს შესაძლოა დაემატოს მეცხრე კანდიდატიც. როგორც მრჩეველთა საბჭოში განმარტეს, მეცხრე კანდიდატმა “საკონკურსო დოკუმენტაცია შუადღეზე მეილით გააგზავნა, თუმცა ამ დრომდე არაა ასახული. შესაძლოა მეილი გადატვირთული იყოს, “ვარეფრეშებთ” და თუკი ნამდვილად 6 საათამდეა გამოგზავნილი, დაიშვება ეს კონკურსანტი,” – ამბობს თამარ კეკელაშვილი, რომელიც საკონკურსო განაცხადების მიღებას კურირებს.

დირექტორს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო გასაუბრების შემდეგ აირჩევს ან ვერ აირჩევს. აქამდე ჩატარებული ორი კონკურსის შედეგად დირექტორი ვერ აირჩიეს. ბოლო კონკურსში 2-2 ხმა მიიღეს მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძემ. დირექტორობის კანდიდატს საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით ირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: