სიახლეები

ახალი სისტემა გამარტივებული შესყიდვებისთვის

02.11.2015
ახალი სისტემა გამარტივებული შესყიდვებისთვის

 

შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა, სააგენტოს პასუხი და ზოგადად, გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მიღების პროცესი, საჯაროა და აღნიშნული მოდულის საშუალებით ნებისმიერ პირს შეეძლება გაეცნოს პროცესს. მეტიც, ამ ახალი სისტემის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, თავისი მოსაზრებაც კი გამოთქვას. შესყიდვების სააგენტო ვალდებულია ყველა ასეთი მოსაზრება გაითვალისწინოს. 

 

პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ, გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა დაასაბუთოს.

 

დღემდე საბიუჯეტო ორგანიზაციები გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას, ასე ვთქვათ, ზემდგომი ინსტანციებიდან იღებდნენ. პროცესი ღია, ფაქტობრივად, მას შემდეგ ხდებოდა, როცა ზემდგომი დადებით გადაწყვეტილებას იღებდა. აჭარაში გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობას აჭარის მთავრობა იძლეოდა. მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე 15-მდე ასეთი თანხმობა გაიცა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: