
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ უმაღლეს საბჭოში ანგარიშით წარდგომას 17 დეკემბერს გეგმავს. რაც შეეხება 9 თვის ანგარიშს, პრესსამსახურის განცხადებით, 16 ნოემბერს დაგეგმილია აჭარის მთავრობის 3 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც ასევე მოიცავს ბოლო 9 თვის მონაცემებსაც.


