სიახლეები

ხანძარი ელექტროსადგურთან რუსეთში [ფოტო]

11.07.2019
ხანძარი ელექტროსადგურთან რუსეთში [ფოტო]

დღეს, 11 ივლისს, მოსკოვთან ახლოს, ელექტროსადგურთან მდებარე გაზსადენის მილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც რუსული მედია წერს, ცეცხლის ალი 9-სართულიანი  შენობის სიმაღლეს აღემატებოდა.

მედიაგამოცემა „მედუზას“ ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 178 ადამიანი, ორი ვერტმფრენი და ორი სახანძრო მატარებელი იყო ჩართული.

ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი – დარაჯი ქალი და დაშავდა 13 პირი.

ფოტო: meduza.io

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: