მთავარი,სიახლეები

ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს

24.04.2019
ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვას გეგმავს.

ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს არის საპილოტე პროექტი და „თუ გაამართლებს და მოთხოვნაც მეტი იქნება“ მომდევნო წლებში ასეთ ტივტივა ეტლებს დამატებით კიდევ შეიძენენ. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.

„ტივტივა ეტლ-სავარძლები ბათუმის ბულვარის საკუთრებაში იქნება და ისინი საწყის ეტაპზე ძველ ბულვარში პლაჟზე იმ ადგილზე განთავსდება, სადაც შშმ პირთათვის ადაპტირებული საშხაპე და გასახდელი იქნება მოწყობილი“ – გვითხრეს ბათუმის ბულვარში.

სატენდერო პირობის მიხედვით ბულვარი 5 ასეთ ეტლ-სავარძელს შეისყიდის. საცურაო ეტლი-სავარძელი უნდა იყოს სიგანე – არანაკლებ 107 სმ, სიმაღლე – 90, ხოლო სიგრძე – არანაკლებ 220 სმ; დასაჯდომი ადგილის პარამეტრები: სიგანე და სიმაღლე, შესაბამისად, არანაკლებ 50 და 45 სმ;  ეტლი-სავარძლის ტვირთამწეობა კი – არაუმეტეს 130 კგ უნდა იყოს.

ეტლი-სავარძლის კონსტრუქცია უნდა შედგებოდეს ალუმინისა და უჟანგავი მეტალისგან; ქსოვილი – ანტიალერგიული ნეილონის ბადე; სავარძელი უსაფთხოების ღვედით; სახელურები – როტორული წესით ჩამოსხმული ერთიანი პლასტმასის ტივტივა; ბორბლები: 3 ერთეული როტორული წესით ჩამოსხმული ერთიანი პლასტმასის ტივტივა, წინა ბორბალზე დამაგრებული საჭე, მობრუნების ფუნქციით.

საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 29 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 41 525 ლარია.

 

მთავარი ფოტო: საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლის ნიმუში / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: