მთავარი,სიახლეები

რომელ ქუჩებს შეუწყდება დღეს წყლის მიწოდება ბათუმში

14.03.2019
რომელ ქუჩებს შეუწყდება დღეს წყლის მიწოდება ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიულად დაზიანებულ მილზე ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით, დღეს, 14 მარტს, 12-დან 21 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:

[checklist]

  • ხახუტაიშვილის ქუჩას
  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას: N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში
  • ინასარიძის ქუჩას: N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში
  • ფიროსმანის ქუჩას: N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში

[/checklist]

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მილზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი.

„გთხოვთ, ამღვრევის შემთხვევაში, ონკანი გააღეთ წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: