განათლება,მთავარი,სიახლეები

აფხაზური დედაენის პრეზენტაცია ბათუმში

13.03.2019
აფხაზური დედაენის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 13 მარტს, ბათუმში აფხაზური დედაენის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით გამოსცა.

წიგნი ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, ვინც აფხაზური ენის შესწავლითაა დაინტერესებული. აფხაზური ენა ბათუმში ორი წელია ორ – სოფელ ფერიისა და ბათუმის მეთოთხმეტე საჯარო სკოლაში ისწავლება.

სკოლების გარდა აფხაზური ენის შესწავლა ბათუმში აჭარის განათლების ფონდშია შესაძლებელი.

აფხაზური დედაენა

იგივე თემაზე:

ლიანა აიკუცბა ბათუმში აფხაზური ენის სწავლებაზე: ერთადერთი სახელმძღვანელო თბილისში, არქივში მონახეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.