ქართულ აბრეშუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული აბრეშუმი“.
დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა“ – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.
აბრეშუმს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ძველად ქართველი ქალის კაბების, ასევე მამაკაცის სამოსელის [ჩოხა-ახალუხი, ყაბალახი] შეკერვისას.
აბრეშუმისგან ამზადებდნენ სხვადასხვა აქსესუარებსაც, მაგალითად, ლაზი ქალების კაბები ძირითადად ატლასის იყო, წელზე კი აბრეშუმის სარტყელი – ორტყაფუ ჰქონდათ შემოხვეული.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/12799/
![როგორ ნადგურდება აკვარიუმის შენობა ბათუმში – კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მერიამ თავი ვერ მოაბა [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/05/akvariumi-1.jpg)





