სპორტი

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბათუმის ”ნონამ” რუსეთის კლუბი დაამარცხა

20.10.2015 • 1694
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბათუმის ”ნონამ” რუსეთის კლუბი დაამარცხა

 

ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატი 2015 | მაკედონია, სკოპიე

 

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა ჩემპინატზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

მოთამაშეები: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, მირანდა მიქაძე.

გუნდის კაპიტანი: მარიკა ჯაფარიძე

კლუბის მწვრთნელი: დავით ჯოჯუა

საქართველოს დელეგაციისა და კლუბ “ნონას” ხელმძღვანელი: გიორგი ჭანტურია.

 

პირველ დაფაზე შავი ფიგურებით,  მოასპარეზე ნანა ძაგნიძემ  რუსეთის წამყვანი მოჭადრაკე ვალენტინა გუნინა დაამარცხა. ნინო ბაციაშვილმა  მეოთხე დაფაზე გაიმარჯვა ეკატერინა კოვალევსკაიასთან. ყაიმით დასრულდა ლელა ჯავახიშვილისა და ოლგა გირიას შეხვედრა. ამ რაუნდში დამარცხდა ბელა ხოტენაშილი, რომელიც მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს ეთამაშებოდა.

 

“ნონამ” პირველ ტურშიც გაიმარჯვა და იტალიის კლუბი „ეიესდი ცირქოლო შახი რ. ფიშერ ჩეტი (ASD CIRCOLO SCACCHI R. FISCHER CHIETI) დაამარცხა  3,5  –  0,5.

 

ჩემპიონატი 17 ოქტომბერს დაიწყო და შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად იმართება. მეშვიდე ტური 24 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ჩემპიონატზე საპრიზო ფონდი14 000 ევროა დაწესებული. პირველ ადგილე გასულ კლუბს 7 000 ევროს, მეორე ადგილზე – 4 000 ევროს, მესამე ადგილზე – 2 000 ევროს, ხოლო მეოთხე ადგილზე 1000 ევროს გადასცემენ.

ჩემპიონატში ცხრა ქვეყნიდან  (რუსეთი, მაკედონია, საქართველო, ნიდერლანდები, ბელორუსია, იტალია, ინგლისი, ისრაელი, ნორვეგია)12 კლუბი მონაწილეობს.

მათ შორის რუსეთიდან სამი კლუბი (Shsm Legacy Square; Ugra; SPB), ისრაელიდან კი ორი (Richon Lezion; Herzliya Chess Club). დანარჩენ ქვეყნებს თითო კლუბი ჰყავს წარდგენილი.

 

მესამე რაუნდი დღეს, 20 ოქტომბერს თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. კლუბი „ნონა“ ერთ-ერთ ლიდერ კლუბს მაკედონიის „გამბიტ ასსეკო სეეს“ (Gambit Asseco See) შეხვდება.

 

 

 

                                “ნონა” 

                        საქართველო  

              (სარეიტინგო ქულა 2411)

 

     “გამბიტი” 

      მაკედონია

    (სარეიტინგო ქულა 2416)

 

ნანა ძაგნიძე   – –   ანტოანება სტეფანოვა
ბელა ხოტენაშვილი   – –   ალექსანდრა გორიაჩკინა
ლელა ჯავახიშვილი   – –   იანგ შენი
ნინო ბაციაშვილი   – –   დინარა სადუაკასოვა

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება შეგიძლიათ აქ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: