84 600 ლარი პარლამენტისთვის ჰიგიენური საშუალებების შესაძენად

 

საქართველოს პარლამენტის აპარატი პირადი ჰიგიენის საშუალებებს  გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 84 600 ლარი. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 10 მარტს დაიწყება და 12 მარტს შეწყდება.

 

პარლამენტის მიერ შესასყიდი პირადი ჰიგიენის საშუალებების ჩამონათვალი:

 

7000 რულონი ტუალეტის ქაღალდი – სატენდერო განაცხადში მითითებულ აპარატებთან თავსებადი; მაღალი ხარისხის, ერთფენიანი, სხვადასხვა დიამეტრის,  თეთრი ნატურალური ფერის;

 

3500 რულონი ტუალეტის ხელსაწმენდი ქაღალდი – სატენდერო განაცხადში მითითებულ კონკრეტულ აპარატთან თავსებადი, ჩასამაგრებელი ბუნიკით; მაღალი ხარისხის, ორფენიანი; თეთრი ნატურალური ფერის;

 

2700 ლიტრი თხევადი საპონი – მაღალი ხარისხის; თეთრი ფერის; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა არაუმეტეს 5 ლიტრიანი ბალონი;

 

200 ცალი ხელის საპონი – მაღალი ხარისხის; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა ინდივიდუალური; წონა 100 -150 გრ.

 

100 ცალი თხევადი საპნის კარტრიჯი – მითითებულ აპარატთან თავსებადი; 1000 მ/ლ.-იანი; ზუსტი დოზირების სარქველით;

 

30 ცალი თხევადი საპონი – მაღალი ხარისხის; სარქველიანი; ანტიბაქტერიული; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა 250 – 400 მილილიტრიანი ბალონი.

 

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შესყიდული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დასაწყობებას.

 

მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. თბილისსა და/ან  ქუთაისში [პარლამენტის სასახლე].

პრეტენდენტს უფლება არა აქვს, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

 

პარლამენტის შენობა ქუთაისში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


" ბათუმელები"