წელს 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მომაცემებით, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 176 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამათგან, ცენტრის ინფორმაციით, 10 500-ზე მეტი აპლიკანტის სწავლას სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ დააფინანებს.

წელს გამოცდებზე, ჯამში, 41 500 აბიტურიენტი  იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრის გამო პროცესს 2 500 მათგანი გამოეთიშა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბოლოო შედეგები დღეს, 27 აგვისტოს, გამოაქვეყნა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com