არჩილ ხაბაძე: ვფიქრობ, რვაფეხა არ არის ძეგლი

 

„ვფიქრობ, „რვაფეხა“ არ არის ძეგლი, არც ისტორიული ღირებულება აქვს, უბრალოდ, ქალაქის სიმბოლოა. 70% აღდგენას არ ექვემდებარება, დაზიანებულია –  ექსპერტიზის დასკვნაა ამაზე. მე არ ვამბობ, რომ უნდა დაინგრეს. ერთად გამოვნახოთ ადგილი, სადაც დაიდგმება.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ გაზეთ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში, კითხვაზე, რას ფიქრობს მთავრობის თავმჯდომარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით.    

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 „კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელიც ამბობდა, რომ გადასამოწმებელია ყველა ძეგლი. ყოფილი საგარეოს შენობა შაუმიანის ქუჩაზე ძეგლია, არადა ვანდალური აქტია მასზე ჩატარებული, ვერც ეროვნული ბანკის შენობა იქნება ძეგლი – გუმბათი დაადგეს. ვფიქრობ, კომისიამ ეს საკითხი უნდა შეისწავლოს“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

არჩილ ხაბაძის ინტერვიუ გაზეთ „ბათუმელებში“ დღეს, 22 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ცაგო კახაბერიძე