იუსტიციის სამინისტრომ 26 მაისის აღსანიშნავად ქორწინების მოწმობის ფორმა დაამტკიცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმა“ დამტკიცდა. ბრძანების მიხედვით, „საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დაქორწინდებიან 2017 წლის 26 მაისს, გაიცემა ქორწინების მოწმობა, რომლის ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო, ამავე გვერდის ცენტრში კი არის ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა“, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში.

ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილია წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“, ხოლო მოცემული ტექსტის ქვემოთ – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი. ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე – www.sda.gov.ge (დანართი).“.

მინისტრის ბრძანება, რომელსაც ხელს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე აწერს, მიმდინარე წლის 11 მაისიდან ამოქმედდა.

esss - Copy

2017 წლის 26 მაისს გასაცემი ქორწინების მოწმობის ფორმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com