საგამოძიებო სამსახურმა ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით  ჯამში განახორციელა   8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა,  რითაც,   სახელმწიფო ბიუჯეტს  653 852,10  ლარის ზიანი მიაყენა.

ასევე, ბრალდებულმა, ზემოთ აღნიშნული კომპანიების სახელით,   იმპორტირებული საქონლის  საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად,  საგადასახადო ორგანოში წარადგინა 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით და  210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.