შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მორიგი სპეციალური საპოლიციო კონტროლი განხორციელდა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის:
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი;
- ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 23 ფაქტი;
- სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
- ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
- ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – 1 ფაქტი;
- ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 8 ფაქტი;
- ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
- ყალბი ფულის დამზადება-გასაღების (სსკ-ს 212-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
- პოლიციამ 3 ძებნილი პირი დააკავა.
- წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
- პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) – 19 ფაქტი;
- პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) – 18 ფაქტი;
- ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 22 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის:
5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა.
შსს-ს ინფორმაციით, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ამასთან, საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.