ბოლო მონაცემებით, ქობულეთში ელექტროენერგია 600-მდე აბონენტს არ მიეწოდება. ქობულეთის პრესცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე წმენდენ ქალაქის ქუჩებსა და სოფლების ცენტრებთან მისასვლელ გზებს. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები,კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების თანამშრომლები.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 11 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს.
ქობულეთი-ბათუმისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო ქალაქში 15-20 სმ-ია.