მოსახლეობასთან, რომლებიც დღეს ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობიდა აჭარის მთავრობასთან გადავიდნენ პროტესტის გასაგრძელებლად, პოლიცია მივიდა. მათ საპროტესტო აქციის მონაწილეებს წაართვეს ის ლეიბები, რომლებიც გაზონზე ჰქონდათ გაშლილი [გონიოელები ღამისთევით მართავენ აქციებს და ლეიბებს ამ მიზნით იყენებდნენ].
მოსახლეობის თქმით, პოლიციამ ასევე დააკავა მათი ერთ-ერთი თანასოფლელი, რომელსაც ევროკავშირის დროშა ჰქონდა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ამ მოქალაქეს წაართვა ევროკავშირის დროშაც.
აქციის მონაწილეები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე თან დაჰქონდათ ევროკავშირის დროშა, ახლა აცხადებენ, რომ “ეს არის ევროკავშირის პოლიცა”.