უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] 3 216 583 ლარს დახარჯავს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი უსკომ 7 ივნისს დაამტკიცა.
უსკოს გადაწყვეტილებით საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაში [ხელფასებში] დაიხარჯება – 2 319 743 ლარი; საქონელი და მომსახურებაში – 888 840 ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივები – 8000 ლარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.