შპს “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, 355 მმ მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს მელიქიშვილის კვეთიდან ლერმონტოვის ქუჩის კვეთამდე.
ამ წუთებში დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“ბათუმის წყლის” ცნობით, სასმელი წყლის მიწოდება სავარაუდოდ 19:00 საათისთვის აღდგება.