აჭარაში 308 848 ამომრჩეველია – ცესკოს მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, 7 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, არის 3 459 031. აქედან აჭარის 6 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 308 848 ამომრჩეველი.

ამომრჩევლების რაოდენობა აჭარაში ოლქების მიხედვით:

წყარო: ცესკო

ბათუმის N79 ოლქის ინფორმაციით, ამომრჩევლებს 10 ოქტომბრამდე აქვთ ვადა გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო სიებში და საჭიროების შემთხვევაში [სიაში არარსებობის, ფაქტობრივი ადგილმდებარეობის, რეგისტრაციის შეცვლის და სხვ.] მიმართონ შესაბამის საუბნო კომისიებს.

ოლქებში სიებთან დაკავშირებით განცხადებების განხილვის ბოლო ვადა 12 ოქტომბერია, რის შემდეგაც განცხადებების განხილვა [ასეთის არსებობის შემთხვევაში] უკვე სასამართლოში გადადის.

 

მთავარი ფოტო: ამომრჩეველთა სია საარჩევნო უბანზე / ფოტო არქივიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com